27 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტების მხრიდან კიდევ ერთი უკანონო გატაცების ფაქტი მოხდა. სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ ლევან მაჩაბელი დააკავეს.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი გატაცებულის ოჯახში იმყოფებოდა. ლევან მაჩაბლის ძმა განმარტავს, რომ დაკავების დეტალები ოჯახისთვის უცნობია.

უკანონო დაკავების შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის "ცხელი ხაზი". ასევე ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

დღის ამბები