საქართველოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა მთავრობებს შორის საგრანტო შეთანხმებას. შეხვედრისას მინისტრებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
გაფორმებული შეთანხმებით კი დანია საქართველოს 2023 წლამდე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარებაში ორი მილიონი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.