27 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, უკრაინას ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით რეზოლუციების თანასპონსორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო კვლავაც იქნება უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გააგრძელებს მის მხარდაჭერას.

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს საქართვლოს მოქალაქეთა ევაკუაციისა და საქართველოს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების უკრაინაში ტრანსპორტირების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, იქნებოდა ეს გაეროს რეზოლუცია, ეუთოს ფორმატში, ევროკავშირის ფორმატში, ევროპის საბჭოს ფორმატში- ჩვენ ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით ამ რეზოლუციების თანასპონსორი, თანაორგანიზატორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულებები უკრაინაში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი და გასაგები. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარული ვართ.  მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე როგორც პოლონეთს, საქართველოს უკრაინასთან აკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია. ცხადია, ჩვენ კვლავაც ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა თქმა უნდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ გადავუხადო მადლობა პოლონეთს და მის პრემიერ-მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც პოლონეთმა გამოიჩინა საქართვლოს მოქალაქეთა ევაკუაციისა და ჩვენს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების უკრაინაში ტრანსპორტირების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები