უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებს სიტყვით მიმართა. შეხვედრაზე მყოფ ლიდერებს, რომელთაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უმასპინძლა, ზელენსკიმ მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე შესაძლოა, ევროპის სხვა ნაწილები აღმოჩნდეს.
"ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთის საომარი მანქანა, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანთა მკვლელობა, ამის გაკეთება ერთად უფრო მარტივი იქნება. ჩვენ ყველა ვართ რუსეთის სამიზნეები. დაეხმარეთ თქვენს თავს ჩვენი დახმარებით. შეაჩერეთ დემოკრატიის ნგრევა და გააკეთეთ ეს ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თქვენთანაც მოვლენ. ნატო იყო ყველაზე ძლიერი ალიანსი მსოფლიოში, მაგრამ ამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსული აგრესიით.
გვესმის ბევრი საუბარი მესამე მსოფლიო ომზე, რომ ეს შეიძლება დაიწყოს, თუ ნატო დახურავს უკრაინის ცას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის. შესაბამისად, საჰაერო სივრცე ჯერ არ არის დახურული. ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები და ააფეთქოს საცხოვრებელი კორპუსები," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.