უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, რუსეთთან სამშვიდო შეთანხმების მიღწევის ბოლო, მაქსიმუმ ვადად მაისის თვეს ასახელებს. ამის შესახებ ალექსეი არესტოვიჩმა ცოტა ხნის წინ,კი დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
კითხვაზე - როდის დასრულდება ეს ყველაფერი, არესტოვიჩი პასუხობს: "ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის. მაისის დასაწყისში სამშვიდობო შეთანხმება უნდა გვქონდეს, შეიძლება ბევრად ადრეც, ვნახოთ, ბოლო შესაძლო თარიღებზე მაქვს საუბარი.
ჩვენ ახლა გზაზე ვართ: ან ძალიან სწრაფად დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, ერთ-ორ კვირაში, ჯარების გაყვანით და ყველაფერთან ერთად, ან იქნება მცდელობა, რომ სიტუაციის შესაცვლელად რუსეთმა შესაძლოა სცადოს სირიაში დაქირავებული ჯარისკაცების უკრაინაში გადმოყვანა.
როცა მათაც გავანადგურებთ, შეთანხმება აპრილის შუა რიცხვებში ან აპრილის ბოლოს დაიდება," - განაცხადა არესტოვიჩმა ცოტა ხსნი წინ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
აქვე ბოლო ინფორმაცია უკრაინიდან: დილიდან იბომბება კიევი - პოდოლსკის რაიონში ჭურვი 10 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. გარდაიცვალა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. ხანძარი გაჩნდა 2 სართულიან საცხოვრებელ კორპუსშიც, სადაც ჭურვი აფეთქდა. იერიშის შედეგად კიევის ლუკიანოვსკის მეტროსადგურის ფასადი და ოფისები დაზიანდა. სადგური დაკეტილია.
საოკუპაციო ძალა ისევ ცდილობს მარიუპოლის აღებას, თუმცა უკრაინელი სამხედროები თავდასხმებს იგერიებენ. ხარკოვის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვზე ბალისტიკური იარაღით იერიში მიიტანა.
რუსებმა ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს გოსტომელიდან ევაკუირებულ ადამიანებს, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა. დაჭრილია ორი მამაკაცი.
სუმის რეგიონის 5 ქალაქში დღეს 09:00 საათიდან 21:00 საათამდე მწვანე დერეფნები იმუშავებს.
რუსებმა ხარკოვიზე იერიში სარაკეტო კომპლექს "ისკანდერით" მიიტანეს.
ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეების ავტომობილს, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი. ასევე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ჩერნიგოვში რუსეთის ძალების მიერ დასახლებულ უბანზე თავდასხმას.