27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომმა 18 მილიონი ადამიანი დააზარალა, რომელთაგან 6,7 მილიონი იძულებით გადაადგილდა - ჯანმო

რუსეთ-უკრაინის ომმა 18 მილიონი ადამიანი დააზარალა, რომელთაგან 6,7 მილიონი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, სამმა მილიონმა ადამიანმა კი ქვეყანა დატოვა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისში აცხადებენ.

ორგანიზაციის ცნობით, მნიშვნელოვნად არის შეფერხებული მიწოდების ჯაჭვები და ბევრი სადისტრიბუციო ქსელი არ მუშაობს. ასევე, სამხედრო ოპერაციების გამო, მიუწვდომელია მარაგები, იწურება მედიკამენტები და საავადმყოფოებში გართულებულია ავადმყოფებისა და დაჭრილებისთვის დახმარების აღმოჩენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდში თავდასხმები დაფიქსირდა ჯანდაცვის 31 დაწესებულებაზე, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გმობს ჯანდაცვის დაწესებულებებზე ძალადობრივი აქტების განხორციელებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევაა.

დღის ამბები