27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
"რუსი ჯარისკაცები, რუსული ხომალდის კვალს გაყვნენ, სანამ გვიან არაა... უკრაინა რუსეთის კაპიტულაციას გაგებით მოეკიდება და დათანხმდება" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი "ტვიტერზე" პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რუსეთისთვის სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება კვლავ თავის ადგილზე იმყოფება და მუშაობას განაგრძობს. ოლექსეი რეზნიკოვი რუსეთის კაპიტულაციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამას უკრაინის ხელისუფლება გაგებით მოეკიდება და დათანხმდება:

"საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინაში ვართ. პრეზიდენტი, ქვეყნის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები, ყველა თავის სამუშაო ადგილზეა. ვიცით, ეს როგორი საწყენია რუსეთისთვის.  მე ვურჩევ თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომ რუსული ხომალდის კვალს გაყვნენ, სანამ გვიან არაა. სხვათაშორის, უკრაინა რუსეთის კაპიტულაციას გაგებით მოეკიდება და დათანხმდება," - წერს ოლექსეი რეზნიკოვი.

 

 

დღის ამბები