27 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
მხოლოდ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაასრულებს ამ ომს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომის დასრულება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს ნაწილს უნიანი აქვეყნებს.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა იქნებოდა მისი პასუხი მშვიდობის სანაცვლოდ  დონბასის დამოუკიდებლობისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების მოთხოვნაზე, ზელენსკიმ განაცხადა "აქ საკითხი იმაში არაა, მე რისი მიცემა შემიძლია".

ომის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის შემდეგ, ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე - დარწმუნებულია ზელენსკი.

"ყოველ მოლაპარაკებაში ჩემს მიზანს წარმოადგენს რუსეთთან ომის დასრულება. ასევე მზად ვარ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად. შესაძლებელია კომპრომისზე წასვლაც მაგრამ ეს კომპრომისი არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი. მეორე მხარეც მზად უნდა იყოს კომპრომისებზე წასვლისთვის, ამის გამო ჰქვია კომპრომისი. მხოლოდ ასე შეგვიძლია ამ სიტუაციიდან გამოსვლა. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. ჯერ არ გვქონია პირდაპირი კონტაქტი პრეზიდენტებს შორის. მხოლოდ ორ პრეზიდენტს შორის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შევძლებთ ამ ომს წერტილი დაესვას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები