უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე დააკავეს 10 მამაკაცი, რომელიც უკრაინის დატოვებას ცდილობდა, მათ შორის არიან სსრკ-ს სახალხო არტისტის, სოფია როტარუს შვილი და შვილიშვილი, ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამ-არხზე ინფორმაციას გამოცემა Strana.ua ავრცელებს.
დაკავებულია, ასევე, მათი მოლდოველი გამცილებელი.
გამოცემა აქვეყნებს რამდენიმე დაკავებულის პასპორტის ფოტოსაც, მათ შორის არის როტარუს შვილის - რუსლან ევდოკიმენკოს და შვილიშვილის - ანატოლი ევდოკიმენკოს პასპორტებიც.