27 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ხარკოვში დაბომბვების დროს ეუთოს სპეციალური მონიტორინგის წევრი დაიღუპა

კიევის სხვადასხვა უბანში  მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო.  ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ ძლიერი სარაკეტო დარტყმის შესახებ, რომელიც სამხრეთის რკინიგზის სადგურთან ახლოს არის. 

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინელებმა კონტროლი დაკარგეს ქალაქ ხერსონზე.

აფეთქებები იყო ხარკოვშიც. რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქის ტერიტორიული თავდაცვის შტაბზე. ჭურვები მოხვდა სკოლებს, მაღაზიებსა და ეკლესიას. ხარკოვში დაბომბვების დროს დაიღუპა ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის წევრი.

მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო დარტყმას ქალაქ იზიუმში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. რამდენიმე საათით ადრე, იერიშის სამიზნე ბუნებრივი აირის მილსადენი იყო, რის გამოც 40 ათასამდე მოსახლე ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ხმელნიცკში, ჟიტომირში, მიკოლაივში, ჩერნიგოვში, ჩერკსში, ზაპოროჟიეში, ოდესასა და სხვა ოლქებში.

პენტაგონის განცხადებით, კიევთან ახლოს მყოფი 64 კილომეტრიან რუსულ კოლონას ბოლო 36 საათის განმავლობაში პროგრესი არ ჰქონია - მათ საწვავის, ნაწილებისა და საკვების პრობლემა აქვთ.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, პუტინმა შესაძლოა ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს.

დღის ამბები