27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პუტინმა რუსეთიდან 10 ათას დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური ხასიათის დამატებითი ღონისძიებების შესახებ". 

დადგენილება გულისხმობს 2 მარტიდან ქვეყნიდან 10 ათას დოლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გატანის აკრძალვას.

ადრე რუსეთიდან 10 ათას დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანისთვის საჭირო იყო მისი დეკლარირება.

გარდა ამისა, 2 მარტიდან დაწესებულია სპეციალური წესი არამეგობრული ქვეყნების მოქალაქე პირებთან აქციებსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე.

დღის ამბები