ევროპარლამენტმა რეკომენდაცია გაუწია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
ევროპარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში დოკუმენტს, სახელწოდებით - რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მხარი 637-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ - 13, თავი შეიკავა - 26-მა.
ევროპარლამენტმა უკრაინის განცხადება დღეს მიიღო და სასწრაფოდ დაიწყო გაწევრიანების სპეციალური პროცედურა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგანგებო სხდომაზე, საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი დღეს დისტანციურად, უკრაინიდან ჩაერთო. საკმაოდ ემოციური მიმართვის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა, რა დროსაც დარბაზი ფეხზე იდგა.