27 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
აშშ უკრაინელ ხალხს დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს - ენტონი ბლინკენი

უკრაინის ხალხს ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა twitter-ის გვერდზე დაწერა. 

"უკრაინის ხალხს შეერთებული შტატები დამატებით 54 მილიონ დოლარამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამ დახმარების მეშვეობით ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეძლებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ საჭიროება და რომლებიც ახლახან დაზარალდნენ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით," - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

 

დღის ამბები