28 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ცნობილი ირანელი რეჟისორი მშობლებმა მოკლეს და დაანაწევრეს - სკანდალური საქმე, სადაც სხვა მკვლელობებიც გამოიკვეთა

ირანელმა წყვილმა აღიარა, რომ კაცის შვილი მოკლეს, დაანაწევრეს და ტომრით ქალაქის სხვადასხვა უბანში, სანაგვეებში გადაყარეს - შემთხვევა, რომელმაც საზოგადოება გააოგნა, თეირანში მოხდა. 

მოკლული 47 წლის ცნობილი ირანელი რეჟისორი, ბაბაკ ხორამდინია. მკვლელობის ბრალდებით, მისი 81 წლის მამა, აკბარ ხორამდინი და დედა დააკავეს. წყვილმა, ამასთან, აღიარა, რომ წლების წინ მათ ქალიშვილი და სიძეც მოკლეს, რომლებიც დაკარგულად მიიჩნეოდნენ. 

ხორამდინის მკვლელობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა მეზობელმა სანაგვეში გვამი შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა მოკლულის ვინაობა დაადგინეს. 

გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ მისი მშობლები - 74 წლის ირან ხორამდინი და 81 წლის აკბარ ხორამდინი დააკავა, რომლებმაც აღიარეს, რომ საძილე აბებით დააძინეს შვილი, შემდეგ კი გაგუდეს. სიკვდილში რომ დარწმუნებულიყვნენ, მას რამდენჯერმე დანაც ჩაარტყეს, დაანაწევრეს და სანაგვეში გადააგდეს. 

"პარასკევს საღამოს დედამისმა მოამზადა ქათამი და წამალი გაურია, რომ ბაბაკს გონება დაეკარგა, თუმცა კერძი არ შეჭამა და დაიძინა. ქათამი მაცივარში შევინახეთ და მეორე დღეს მიირთვა," - განაცხადა მამამ სასამართლოში. 

წყვილი მოთმინებით ელოდა, როდის დაკარგავდა შვილი გონებას, დაახლოებით 5 საათისთვის კი მოკლეს. 

ასაკოვანმა წყვილმა, ასევე, აღიარა რამდენიმე წლის წინ შვილისა და სიძის მკვლელობა იმავე მეთოდებით. მათი მტკიცებით, ქალიშვილი იმიტომ მოკლეს, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული, სიძე კი მოძალადე იყო.  

რაც შეეხება რეჟისორის მკვლელობას, მათ შვილი იმიტომ მოკლეს, რომ სტუდენტებთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ ბაბაკს არ ჰყავდა ცოლი, მშობლებისთვის ეს "მიუღებელი აღმოჩნდა". 

მკვლელობაში ბრალდებულები ამბობენ, რომ სინდისი არ ქენჯნით. 

"არ ვნანობ, რაც ცოლთან ერთად ჩავიდინე, ისინი გარყვნილები იყვნენ და მადლობას ვუხდი ღმერთს," - განაცხადა ხორამდინის მამამ. 

შემთხვევა ირანული საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - ისინი შეშფოთებულები არიან კანონის სირბილით, რომლითაც შვილების მკვლელობისთვის მშობლებს ასამართლებენ. 

დღის ამბები