28 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
"Pfizer-ის მილიონი დოზა საქართველოში ივლისის ბოლოს შემოვა - ამირან გამყრელიძე

დაზუსტდა დრო, როდის შემოვა "Pfizer-ის მილიონი დოზა საქართველოში - როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინა ივლისის ბოლოდან შემოვა. 

Pfizer-ის ვაქცინას განსაკუთრებული ლოჯისტიკური ბაზა ესაჭიროება, ის -70 გრადუსზე უნდა იყოს შენახული. ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ვაქცინის შესანახად რეგიონების მასშტაბითაც მოეწყობა. 

"Pfizer-მა შენახვის პირობების რეკომენდაცია შეცვალა. თუ შეიძლებოდა გამოლღობის შემდეგ მხოლოდ 5 დღით ამ ვაქცინის შენახვა 2-8 გრადუსის ტემპერატურაზე, დღეს ეს გახანგრძლივებულია 30 გრადუსამდე. ლოჯისტიკის აწყობა თავისუფლად შესაძლებელია და სპეციალურ პროგრამაზე უკვე ვმუშაობთ, რომ "ფაიზერის" მილიონ დოზას, რომელიც მესამე კვარტალში უნდა ჩამოვიდეს, ქვეყანა სრულად მომზადებული შეხვდეს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

დღის ამბები