28 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
"თამაშისას ხშირად იმიტირებდა სროლას თითებით" - რუსეთში პირველკლასელს ტერორიზმში ადანაშაულებენ

11 მაისს რუსეთის ქალაქ ყაზანის 175-ე სკოლაში მომხდარ ტრაგედიაში პირველკლასელს ადანაშაულებენ. 

პირველი "ე" კლასის მშობლებმა შესაბამისი მიმართვაც დაწერეს. მათი ეჭვის საფუძველი ის გახდა, რომ 11 მაისს 7 წლის სტივენი გაკვეთილებზე არ მივიდა, ასევე, ისიც, რომ შემთხვევის დროს 7 წლის ბიჭი 175-ე სკოლის მიმდებარედ იმყოფებოდა. მშობლები ამბობენ, რომ სტივენი ხშირად იმიტირებდა სროლას თითებისა თუ კალმების მეშვეობით.

როგორც სტივენის დედა ლიანა ტიმერხანოვა განმარტავს, შემთხვევის დღეს ექიმთან იყვნენ, რა დროსაც სკოლასაც ჩაუარეს და მომხდარის გამო შორიახლოს შეჩერდნენ. 

მისივე თქმით, პოლიცია მის შვილს მომხდარის შესაძლო თანამონაწილედ განიხილავს. ქალს ადმინისტრაციული წესით ბრალიც წაუყენეს "მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობისთვის." ლიანა ამბობს, რომ ახლა, შესაძლოა, დედობის უფლებაც ჩამოართვან.

ლიანა ტიმერხანოვა დარწმუნებულია, რომ სკოლის ადმინისტრაცია ამ ტრაგედიას შურისძიების მიზნით იყენებს, იმის გამო, რომ ის უსამართლოდ მაღალი გადასახადების წინააღმდეგ ხშირად გამოდიოდა. 

შეგახსენებთ, 11 მაისს ყაზანის 175-ე გიმნაზიას, ყოფილი მოსწავლე 19 წლის შეიარაღებული ილნაზ გალიავიევი  დაესხა თავს და 11 ადამიანი მოკლა.

წყარო: mash

დღის ამბები