28 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
საქართველოს დროშის ფერებში განათებული ქალაქები და მსოფლიოს ცნობილი ადგილები - როგორ მიულოცა მსოფლიომ საქართველოს 26 მაისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთელი მსოფლიო ულოცავს. პირველად ქართული დროშის ფერებში კანადის ყველაზე ცნობილი ჩანჩქერი - ნიაგარა განათდა.

საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებშია განათებული რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ცნობილი ქანდაკება.

ანკარის მთავარი სიმბოლო - "ათაქულეს კოშკი", ათენის ომონიის მოედანი, კვიპროსის დედაქალაქში: ნიქოსიის მერიის შენობა და ირლანდიაში ლორდ-მერის შენობა. კატარში, დოჰაში, საქართველოს დროში ფერებით განათდა ისტორიული შენობა, რაც პირველი შემთხვევაა რეგიონში.

ქართულ ფერებშია განათებული იერუსალიმის კედლებიც.

ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში, ლიეტუვას ცენტრალური ხიდები და "რატუშა" - ტალინის თავისუფლების მოედანი განათდა.

არანაკლებ უხვი იყო მილოცვები მსოფლიოს პირველი პირებისგან.

 




დღის ამბები