იტალიაში მომხდარი საბაგიროს კატასტროფის გამო, რომელსაც 14 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემხვერპლა, სამი ადამიანი დააკავეს.
როგორც იტალიის პოლიცია ამბობს, სამ პიროვნებას ევალებოდა ეზრუნა საბაგიროს გამართულ მუშაობაზე, სიგნალი, რომელიც გაუმართავი მუშაობის გამო უნდა მიეღოთ, გამორთული იყო. ამის შესახებ სამივე პირს ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
დაზიანებულმა საბაგირომ 100 კილომეტრ საათით დაიწყო სვლა, საბოლოოდ კი 20 მეტრის სიმაღლიდან, მოტარონის მთებში, ტბა მაგიორთან ჩამოვარდა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მდებარეობს.
საქმე დაუდევრობისა და პროფესიული მოვალეობის არშესრულების გამო მიმდინარეობს, რამაც ადამიანთა სიცოცხლეების მოსპობა გამოიწვია. ბოლოს ჩატარებული სარემონტო სამუშაოები წარუმატებლად დასრულდა. რამდენიმე ინჟინერმა გატესტა კიდეც ახალგარემონტებული ტრანსპორტი, რითი მგზავრობაც რუსულ რულეტკას შეადარეს. სამწუხაროდ საბაგიროს გამოყენება მაინც დაიწყეს, რის შედეგადაც დატრიალდა ეს ტრაგედია.
საბაგიროში 5 სხვადასხვა ოჯახი იმყოფებოდა. ავარიას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს, ისრაელ ეითან ბირანი, რომელიც 5 წლისაა და მედიკამენტოზური კომიდან სულ ახლახანს გამოვიდა. მისი მდგომარეობა კი კრიტიკულადაა შეფასებული.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე