28 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
სამეგრელოში პენსიონერი დააყაჩაღეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში პენსიონერი დააყაჩაღეს, ნაცემია ქალი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, ქალი თითქმის 20 საათის განმავლობაში დაბმული იყო. წაღებულია მხოლოდ 80 ლარი. დაზარალებული, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს.

ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

დღის ამბები