28 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ჯო ბაიდენმა ამერიკული აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა - ფოტოებს შსს ავრცელებს

შტატების პრეზიდენტმა ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში, საქართველოდან გაგზავნილ ორ კურსდამთავრებულს დიპლომი პირადად გადასცა. ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე სასწავლებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით დაესწრნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ბაიდენმა ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები სწორედ ნიკოლოზ შარაძესა და რამაზ პაპიძესთან ერთად გადასცა.

დღის ამბები