28 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
როგორ ჩაივლის 17 მაისი, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში -"თბილისი პრაიდი" გურამ ფალავანდიშვილის დასჯას ითხოვს​

ხვალ 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. აქტივისტები თბილისში სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავენ, თუმცა დეტალები არ საჯაროვდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ საუბარი იყო რამდენიმე ლოკაციის შეცვლაზე, თუმცა ორგანიზატორებმა უარი თქვეს.

დედაენის ბაღში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, "თბილისის პრაიდის" წევრები იმედოვნებენ, რომ დღე მშვიდად ჩაივლის.

ამასთან, ფიზიკური ანგარიშსწორების პრევენციისთვის "თბილისი პრაიდის" წევრები გურამ ფალავანდიშვილის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯას ითხოვენ.

ბრალდებების ადრესატი ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას კატეგორიულად უარყოფს. პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ საჯარო სივრცეში, "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებულ აქციების ჩატარებას, ხელს ყველა ფორმით შეუშლის.

პარალელურად ხვალ, თბილისის ქუჩების კურთხევა დაანონსა საპატრიარქომ.

დღის ამბები