ყაზახეთის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე, არ არის გამორიცხული, გამოძიება ახალი მიმართულებით წავიდეს.
ირკვევა, რომ კაცი, რომელმაც ნათესავი ქალი საქართველში სამუშაოდ ჩამოიყვანა, რომელზეც, გამოძიების ინფორმაციით, იძალადა და რომელსაც ქალის სიკვდილის შემდეგ, საქალაქო სასამართლომ ბრალი წაუყენა, სხვა დანაშაულშიც არის ბრალდებული.
დღეს ის ყაზახეთში ტრეფიკინგისა და ადამიანით ვაჭრობის უმძიმესი მუხლით დააკავეს. არის თუ არა კავშირში ერთმანეთთან ყაზახეთსა და საქართველოში მომხდარი ორი სავარაუდო დანაშაული და რა მასალები უდევს საქმეში ყაზახეთის პროკურატურას, ეს არის კითხვები, რომლებიც დღეს "კურიერმა" დასვა.