28 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ვირუსული ომის დასრულებას ბოლო არ უჩანს - ე.წ. ინდური შტამი ინფიცირებულთა რიცხვს კატასტოფულად ზრდის

ვირუსული ომის დასრულებას ჯერ ბოლო არ უჩანს. საფთხეები კორნავირუსის ახალმა შტამებმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა. ბოლო პერიოდში, შემაშფოთებელი, მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის ე.წ. ინდური შტამი გახდა, ინფექციის ახალი ფორმა ინფიცირებულთა რიცხვს კატასტოფულად ზრდის.

სპეცილიტები საქართველოში ამბობენ, რომ ვირუსი განსაკუთებით საშიშია, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე მუტაცია ერთდროულად ცირკულირებს.

ვირუსის თავისებურებიდან და გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე საფთხეებს საქართველოში უკვე კარგად გრძნობენ. ე.წ. იდური შტამი ქვეყანაში ლაბორატორიულად ჯერ დადატურებული არ არის, თუმცა სპეციალისტები სამომავლოდ არაფერს გამორიცხავენ. ვირუსის ამგვარი ფორმა უკვე 44 ქვეეყანაში ცირკულირებს.

შტამი საშიშია ყველა ასაკის ჯგუფისთვის. ის ერთნაირად მოქმედებს როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში. ზრდის ლეტალობის შემთხვევებს, გვერდს უვლის ანტისხეულებს და მაღალია რეინფიცირების ალბათობა. 

იმედის მომცემია ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევები, რომელმაც დაადასტურა, რომ კორონავირუსის საწინაამდეგო ვაქცინა - AstraZeneca  ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია. პრეპარატი ქმნის საკმარის ანტისხეულებს და ახერხებს ინდური შტამის განეიტრალებას.

საქრთველოში იმუნიზაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინითაც მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს.

დღის ამბები