28 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ებრაელების შეურაცხმყოფელი შეძახილები ლონდონის ქუჩებში - ფაქტი ბორის ჯონსონმა Twitter-ზე დაგმო

ლონდონში, ებრალებით დასახლებულ რაიონში, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილების კოლონა პალესტინური დროშებით გადაადგილდებოდა, ერთ-ერთი მანქანიდან კი, რომელსაც პალესტინური დროშა ჰქონდა გადაფარებული,  ხმის გამაძლიერებლიდან ებრაელების შეურაცხმყოფელი შეძახილები და გინება ისმოდა.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტმა ბორის ჯონსონმა ებრალების მხარდამჭერი განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა, სადაც დაგმო აღნიშნული ვიდეო და მისი შინაარსი.

"ჩვენს საზოგადოებაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. შავუოთის დღესასწაულის წინ, მე ბრიტანელი ებრაელების გვერდით ვდგავარ, რომლებიც არ უნდა უძლებდნენ იმ ტიპის სამარცხვინო რასიზმს, რაც დღეს ვნახეთ," - წერს ბორის ბონსონი Twitter-ზე

დღის ამბები