28 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
როდის შემოვა საქართველოში Sinopharm-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში Sinopharm-ის დამატებითი ნახევარი მილიონი ვაქცინა, დიდი ალბათობით, ზაფხულში შემოვა. ამ დროისთვის კი ქვეყანას აქვს საკმარისი რაოდენობა მეორე დოზისთვის, ჯარისა და პოლიციის იმუნიზაციისთვის

"ამ წუთებში, საქართველოში არის 50000 გადანახული Sinopharm-ის ვაქცინის დოზა, რომლითაც მეორე აცრა უნდა ჩაუტარდეთ, ვინც პირველი აცრა Sinopharm-ით ჩაიტარა. დღეს დილისთვის, 17 000 -ზე მეტმა ჩაიტარა უკვე ამ ვაქცინით იმუნიზაცია და ჯავშანი აქვს 26 000 ადამიანს, აქედან 24 000 პირველ დოზაზე, ხ ამჟამად კლინიკებში და ცენტრალურ საცავში არის დაახლოებით 8 -9 ათასი Sinopharm-ის ვაქცინა, რომელიც განკუთვნილია ე.წ ესენციალური ჯგუფებისთვის, ეს არის ჯარი, პოლიცია, პენიტენციური სისტემა და კიდევ რამოდენიმე ჯგუფი. 

ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და თითქმის დასრულებულია, რომ დიდი ალბათობით, საქართველო დამატებით Sinopharm-ის ნახევარ მილიონ დოზა ვაქცინას ორ პარტიად, ივნისსა და ივლისში მიიღებს,"-განაცხადა "ღამის კურიერში" ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები