28 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუწევს და ენმ პარლამენტში შევა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ენმ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხემოწერის გარეშე შევიდეს.

"ასეთი მოსაზრებაც არის, არ დაგიმალავთ. ამ შეთახმებაში არის ამნისტიის კანონი, რომელიც მე ძალიან მაწუხებს,. 333-ე მუხლი მაწუხებს, რადგან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს 333-ე მუხლი გადაეფაროს ძალიან ბევრ დანაშაულს, რომელიც სამართალდამცავებმა ჩაიდინეს. მე არ მივიჩნევ, რომ მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმა არის ყოვლისმომცველი, თუმცა ამ საკითხებზე თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ. თუ შევალთ პარლამენტში, უნდა მივიღოთ ამ დისკუსიაში მონაწილეობა,"-განაცხადა ""ღამის კურიერში" დეკანოიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ"ნაციონალური მოძრაობა" უარს იტყვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, ხატია დეკანოიძე გახდება თუ არა დამოუკიდებლად მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, პოლიტიკოსi იმედს გამოქვამს, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუწევს.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი მეგობრებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მოცემულობაში, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუხდეს რომელიმე კონკრეტულ, ან ბლოკის წევრს", -აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები