28 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
პანსიონატში სახალხო დამცველი უნდა შევიდეს, ხელის შეშლა სახელმწიფოებრივ დონეზე დაუშვებელია - ანა ნაცვლიშვილი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შესვლის შესაძლებლობა სახალხო დამცველის აპარატს ამ დრომდე არ ეძლევა.

ნინო ლომჯარია ითხოვს, ბავშვთა პანსიონატში არსებული ვითარებას ადგილზე გაეცნოს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი ანა არღანაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია სახალხო დამცველის აპარატი შეუშვან პანსიონატში.

"ჩვენ მივმართეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს. სახალხო დამცველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ადგილზე შეისწავლოს ვითარება, სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს გაეროს მოწოდება და დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს სახალხო დამცველი, რომ შეამოწმოს ბავშვების უფლება -მდგომარეობა,"-აღნიშნა არღანაშვილმა.

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი პანსიონატში მონიტორინგის მიზნით აუცილებლად უნდა შევიდეს.

"მათი ინტერესები რამდენად არის დაცული ამ საკითხის მონიტორინგის პირდაპირი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული სახალხო დამცველს და ხელის შეშლა სახელმწიფოებრივ დონეზე არის წარმოუდგენელი ამბავი. ასეთი პრეცედენტების დაშვება არ შეიძლება,"-აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები