ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებს. ისრაელის პრემიერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს შორის ვითარება მალე განიმუხტება.
ისრაელის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა შტატების სახელმწიფო მდივანიც. ვაშინგტონი მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა ისრაელის მოქალაქეებისა და პალესტინელების უსაფრთხო ცხოვრების საჭიროებასაც.