28 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში უაღრესად მნიშვნელოვანია - დავით ზალკალიანი

ბაქოს შემდეგ ერევანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში დღეს ოფიციალური ვიზიტს იწყებს. სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის მოქმედი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებიც, რის შემდეგაც მედიისთვის გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი.

სომხეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე და დღის წესრიგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილება როგორც ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში:

"პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში და ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ახალი გეოპოლიტიკური გარემოებიდან. იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ახალ გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვან სატრანსპორტო პროექტებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობაზე. კულტურა, ეკონომიკა, ხალხთაშორის თანამშრომლობა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები