28 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული სტარტაპის Pulsar AI-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, Pulsar AI, ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეისყიდა.

პრემიერი კომპანიას აღნიშნულ წარმატებას ულოცავს.

"დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ! ქართულმა სტარტაპმა - Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა!

Pulsar AI ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეისყიდა.

2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა.

Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით," - წერს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები