28 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
შეთანხმდებიან თუ არა მხარეები - ამნისტიის კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალიდან იწყებს

"ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გათავისუფლებას ელოდება, პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას პარტია თავმჯდომარესთან ერთად მიიღებს. წინ კი დეპუტატებისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კვირაა, რადგან განსახილველად გადის საკითხი, რომელზეც, როგორც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, ასევე - თავად ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის განსხვავებული პოზიციებია - ეს არის ამნისტიის კანონპროექტი.

ერთი სახელწოდების ორი კანონპროექტი - საკომიტეტო მოსმენებამდე რამდენიმე დღით ადრე, მმართველ პარტიას და ოპოზიციას ამნისტიასთან დაკავშირებით ინდივიდუალური პროექტები აქვთ. ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის შემდეგ ოპოზიცია კანონპროექტზე მსჯელობის დაწყებას აღარ ჩქარობს.

დღის ამბები