28 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
გაუჩინარებული მინისტრის კვალი ტყეში, ჭაობამდე მიდის - ომსკში ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მუხაროვსკი გაუჩინარდა - რუსული მედიის ცნობით, ის სანადიროდ წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. 

49 წლის მუხაროვსკი ტყეში 7 მაისს, კვადროციკლით წავიდა. მის პოვნას მინისტრის ახლობლები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა 24 საათის გასვლის შემდეგ მინისტრის გაუჩინარების შესახებ პოლიციას აცნობეს. 

ამ მომენტისთვის მუხაროვსკის სამართალდამცველები ეძებენ - დღეს პოლიციამ მინისტრის კვადროციკლს მიაგნო. ტრანსპორტი ტყეში, ჭაობებში იპოვეს.

ადგილზე პოლიცია და მაშველები მუშაობენ. სამძებრო სამუშაოებს, შესაძლოა, მყვინთავებიც შეუერთდნენ

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გაუჩინარებული ჯანდაცვის მინისტრი, სწორედ იმ კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმია, სადაც მოწამვლის შემდეგ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იყო მოთავსებული.

დღის ამბები