სტიქია კახეთში - წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი არგოხი, მაღრაანი და ფიჩხოვანი დააზარალა. ძირითადად, დაზიანებულია ვენახები და სხვადასხვა მარცვლეული კულტურა. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოშიც, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა.