28 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობის დასასრული თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ხელშია - ადვოკატი

პროკურატურამ ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. ახლა ნიკა მელიას ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც პროცესი უნდა ჩანიშნოს.

გიორგი კონდახაშვილის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გათავისუფლების სისწრაფე მთლიანად ხელისუფლების ხელშია. 

"ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობის დასასრული თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ხელშია. 24 საათის განმავლობაში მოსამართლემ უნდა იმსჯელოს და ნიკა მელია გაათავისუფლოს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან. როდის გააკეთებს ამას ხელისუფლება, აბსოლუტურად მათზეა დამოკიდებული, ჩვენ, ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმში ვართ, კომუნიკაცია არც პროკურატურიდან და არც სასამართლოდან ჩვენ არ გვქონია,"-აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა.

ნიკა მელიას პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება, რომელიც ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. ამის შემდეგ, მას გირაოს გადახდა დააკისრეს და რადგან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალეს. 

ნიკა მელიას საქმე ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის ევროპული მედიაციით გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელიც შეთანხმებით დასრულდა. 

დღის ამბები