28 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"იმედი და სიყვარული არ უნდა დავკარგოთ" - ილია მეორე მრევლს გიორგობას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა - ვიდეო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

"ეს არის დიდი დღესასწაული, სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე, შეგეწიოთ წმინდა გიორგი, თქვენ და ყოველ გაჭირვებულს.

იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა," - განაცხადა პატრიარქმა. 

დღის ამბები