რიო-დე-ჟანეიროს მეტროში სროლის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის პოლიციელიც.
სროლა ერთ-ერთ ფაველაში, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიწყო. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ოპერაციაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.
სროლის შედეგად დაიჭრა მეტროს ორი მგზავრი, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა.
რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქია და ტერიტორიის დიდ ნაწილს დამნაშავეები აკონტროლებენ, მათი უმეტესი ნაწილი გავლენიან ნარკო-დაჯგუფებებთან არის კავშირში.