28 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ამირან გამყრელიძე დღეს ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით აიცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრება. იმუნიზაციის პროცესს ამირან გამყრელიძე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის.

იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-გამოჯანმრთელებულ პაციენტებში აცრა 3 თვის შემდეგ კეთდება,​ ქვყნის მთავარ ეპიდემიოლოგს ამ დრომდე ვაქცინაცია არ ჰქონდა ჩატარებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კორონავირუსი იანვარის თვეში დაამარცხა.

შეგახსენებთ, დღეს ქვეყნის მასშტაბით, ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაცია იწყება. 

დღის ამბები