28 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
"ვაპირებ, შევიდე ინიციატივით და "ოცნებას" მოვუწოდო, დავაბრუნოთ უკან რედაქციები" - გიორგი ვაშაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "ღამის კურიერის" ეთერში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებას ეხმაურება, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა.

გიორგი ვაშაძე ახალი ინიციატივით გამოდის და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს აღნიშნული ცვლილებები მოხსნას.

"მიუხედავად ამ ცვლილების მიღებისა დაჩქარებული წესით, მე ვაპირებ, რომ პირიქით ახლა კიდევ ერთი ინიციატივა გავაკეთო და მოვხსნათ ეს ცვლილებები, ამის განხილვას დავაბრუნებთ ჩვენ პარლამენტში. მეთოდი ეს არის სწორედ, რომ მე ვერავინ ვერ ამიკრძალავს საკანონმდებლო ინიციატივას უკვე და მე ვაპირებ, რომ შევიდე ინიციატივით და "ქართულ ოცნებას" მოვუწოდო, რომ დავაბრუნოთ უკან ის რედაქციები, რაც იყო და არ გვინდა დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებები პროტესტის გამოხატვის დროს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები