28 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ქმრის მკვლელობის დაფარვის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეუფარდეს

30 წლის ქალი, რომელსაც ბრალდების მხარე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, მეუღლის მკვლელობის დაფარვას ედავება, გორის  სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე მისი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა კასპში 14 მარტს მოხდა, ნოდარ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლის ზურაბ კახიშვილია დაკავებული, ხოლო დანაშაულის დაფარვის ბრალდებით გარდაცვლილის მეუღლე გუშინ დააკავეს.

მოკლული კაცის ოჯახი, მის მეუღლეს მკვლელობაში მონაწილეობაშიც ადანაშაულებს.

დღის ამბები