სტიქიამ რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სეტყვამ ძირითადად აფენის თემის სოფლებს მიაყენა ზიანი.
ადგილობრივების თქმით, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ერთწლიანი კულტურა.
ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მუნიციპალიტეტში. "კურიერის" ინფორმაციით სეტყვა იყო ყვარლის სოფლებშიც.