28 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
მარნეულში დაკავებული აქტივისტების სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს

მარნეულის საკრებულოს შენობასთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ამ დროისთვის მიმდინარეობს.

ხმაური და დაპირისპირება მარნეულის ცენტრში მოძრაობის აქტივისტის ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა.  მოძრაობა ერთ-ერთი აქტივისტის გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდა, ისინი მერიის გადაწყვეტილებას მუმლაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

პოლიციამ დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს.

ჯამში 6 ადამიანია დაკავებული - გიორგი მუმლაძე, ალბერტ მერაბიშვილი, მიხეილ აკობაშვილი, კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია და ჯანა საჯაია.

დღის ამბები