28 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
პანდემიასა და ოკუპაციაზე მსჯელობამ ოპოზიციის ნაწილის გარეშე ჩაიარა - "ქართული ოცნება" ოპონენტებს მთავარი საკითხების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

6-თვიანი ბოიკოტი შეწყვეტილია, თუმცა ოპოზიცია საპარლამენტო ბერკეტებს სრულყოფილად ისევ არ იყენებს. სწორედ ეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან კრიტიკის მთავარი საფუძველიც.

პლენარულ სხდომებზე პანდემიასა და ოკუპაციაზე მსჯელობამ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის გარეშე ჩაიარა.

ახლადშესული ოპოზიციის გარეშე მოუსმინეს გუშინ ჯანდაცვის მინისტრს. გამონაკლისი აღმოჩნდა დღევანდელი დღე, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ ანა ნაცვლიშვილმა და თეონა აქუბარდიამ დაიკავეს კუთვნილი ადგილები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა და პარლამენტის შენობა სესიის დასრულებამდე დატოვეს. არ დასწრებიან არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს.

შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები, რომლებმაც ვალდებულებად აიღეს პარლამენტში შესვლა, ამბობენ, რომ სრულფასოვნად მუშაობას მას შემდეგ შეუდგებიან, როდესაც შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. მანამდე კი შესაძლოა პარტიებმა საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიიღონ მონაწილეობა.

პარლამენტში საკომიტეტო სხდომები სამშაბათიდან განახლდება, ასევე გაგრძელდება ამნისტიის კანონზე მსჯელობა, ჯერ უცნობია რაში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია და რა საკითხის განხილვაზე იტყვის უარს.

დღის ამბები