28 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ვახო სანაიას ადვოკატმა საგამოძიებო უწყებას კიდევ ერთ საქმეზე მიმართა - ამჯერად საქმე მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე აღიძრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სამივე ბრალდებული, რომელსაც გამოძიება "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა დანაშაულის ჩადენის განმეორების მაღალი რისკი. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა "აი იას" შეგროვებული ხელწერილები, რომლითაც მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და თბილისის საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მიზეზი, რის გამოც მოსამართლემ ჟურნალისტსა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის საშიშროებაა. თავდებობით წინასწარი პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღეს დაცვის მხარემ დააყენა. გიორგი კერატიშვილმა კი ჩათვალა, რომ თავდები პირები ბრალდებულების გაკონტროლებას ვერ შეძლებენ.

თავად ძალადობის მსხვერპლი კი, რომელიც დღეს სასამართლო პროცესს არ დასწრებია, შეფასებებში პირდაპირია. ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, ვახო სანაია კონკრეტულ პირებზე საუბრობს და მის წინააღმდეგ კამპანიის წარმოების ადრესატებს ასახელებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტის უფლებადამცველმა საგამოძიებო უწყებას კიდევ ერთ საქმეზე მიმართა. ამჯერად აღძრულია საქმე ვახო სანაიას მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე.

არსებითი განხილვის ფარგლებში დღეს მოსამართლემ მხარეების შესავალი სიტყვები მოისმინა. გიორგი კერატიშვილმა მომდევნო სხდომა 19 მაისს ჩანიშნა. საქალაქო სასამართლოში მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გაეცნობიან.

დღის ამბები