28 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა - რატომ გახდა აუცილებელი ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების დაჩქარება

პარლამენტმა 75-ხმით მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა.

საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით შემდეგი სახით მიიღეს: ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება.

მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს.

თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით. 

დღის ამბები