ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხრიდან ათეულობით ადამიანია დაშავებული.
ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს წყალგამანაწილებელ პუნქტთან მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
ამ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრი იუწყებოდა, რომ ტაჯიკეთი ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.