4 პირი დაიღუპა და 1 დაშავდა თავდასხმის შედეგად გერმანიაში. შემთხვევა პოსტდამში კლინიკა "ობერლინში" მოხდა.
სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილი 51 წლის ქალია, რომელიც აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობს. ქალი დაკავებულია, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია.