28 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლს ბრალი წარუდგინეს

კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლს ბრალი წარუდგინეს - მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამ წუთებში გარდაცვლილის ოჯახის წევრები გორის რაიონულ სასამართლოსთან არიან შეკრებილი და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან. ისინი ითხოვენ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდოს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა კასპში 14 მარტს მოხდა, ნოდარ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლის ზურაბ კახიშვილია დაკავებული, ხოლო დანაშაულის დაფარვის ბრალდებით გარდაცვლილის მეუღლე გუშინ დააკავეს.

დღის ამბები