28 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
რას აკეთებს ქვეყანა ინდური შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებლად - ეკატერინე ტიკარაძე რეგულაციების შესახებ

"ღამის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის ინდური შტამის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ინდოეთიდან შემოსული, ასევე, ინდოეთში მოგზაურობის მქონე პირთათვის სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი მოქმედებს. 

"ჩვენთვის ამ ეტაპისთვის რაც არის ცნობილი, ეს ვირუსი ვრცელდება ძალიან სწრაფად და მისი გამოსავლები არის სამწუხარო, რადგან ძალიან ხშირია ლეტალობის შემთხვევები. ამისათვის პირველი, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ ინდოეთთან მიმოსვლა მკაცრად გაკონტროლებულია და როგორც ინდოეთიდან, ასევე, ინდოეთში მოგზაურობის მქონე პირებისთვის საქართველოში შემოსვლა არის მხოლოდ კარანტინის გავლით. ისინი კარანტინს გაივლიან და მხოლოდ რამდენჯერმე გავლილი ტესტირების შემდეგ დატოვებენ კარანტინს. 14 დღიანი კარანტინი, ამ შემთხვევაში, არის სავალდებულო. რაც ვთვლით, რომ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ვირუსის შემოღწევის თავიდან არიდება და გადავადება.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც გავრცელებულია ინდური შტამი, დევს ჩვენს სასაზღვრო პუნქტებზე და მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება. ასევე, ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ განსაკუთრებული რეგულაციები გვაქვს, მუდმივ რეჟიმში ვცვლით,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

დღის ამბები