28 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ახლა იმ პოლიტიკური პარტიის ჯერია, რომელსაც საშინაო დავალება არ შეუსრულებია - ფონ კრამონი ენმ-ს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი პარლამენტში ოპოზიციის შესვლას მიესალმება. "ნაციონალურ მოძრაობას" კი მოუწოდებს, ამ მაგალითს მიბაძოს.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ახლა დადგა დრო, ყველა მხარემ იგრძნოს ვალდებულება, რომ ხელმოწერა ნიშნავს მოქმედებას. ძალიან ამაყი ვარ, რომ გუშინ პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც მარტივი არ იყო მისთვის. მან გადაწყვიტა საშინაო დავალება შეესრულებინა, ახლა იმ პოლიტიკური პარტიის ჯერია, რომელსაც საშინაო დავალება არ შეუსრულებია, რომ მიბაძოს ამ მაგალითს. ვიმედოვნებ, საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროინტეგრაციისთვის, ისინიც გაყვებიან ამ გზას", - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

გუშინ ოპოზიცია 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. 

დღის ამბები