28 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ნამახვანჰესის საკითხზე დიალოგში ევროკავშირი ჩაერთვება - ორგანიზაციის შესაბამის უწყებას მთავრობამ უკვე მიმართა

ნამახვანჰესის საკითხზე დიალოგში ევროკავშირი ჩაერთვება - ორგანიზაციის შესაბამის უწყებას მთავრობამ უკვე მიმართა.

"არასამთავრობოებთან დიალოგში ნეიტრალური მხარის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართვა და შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისთვის" - აცხადებენ მთავრობაში.

მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას მოხდეს ყველა დოკუმენტის შესწავლა ევროპული პრაქტიკის შესაბამისად და გაიმართოს მრავალმხრივი დისკუსიები.

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" თანათავმჯდომარე ამბობს, რომ მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პროექტი უნდა იყოს ადამიანისთვის უსაფრთხო.

"მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს პროექტი მხოლოდ მომგებიანი, მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე კი არ იყოს აწყობილი, არამედ ის უნდა იყოს უსაფრთხო ადამიანისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ და შეხვდებიან ყველა ჯგუფებს აბსოლუტურად და ყველა დაინტერესებულ მხარეს. იმედი მაქვს, რომ ექსპერტებსაც შეხვდებიან იმიტომ, რომ მათი შეხედულებები ჩვენი ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია," –  აცხადებს ნინო ჩხობაძე.

დღის ამბები